საზოგადოება

"ჩვენი მთავარი ამოცანაა ისეთი ეკონომიკური მოდელის არსებობა, სადაც თითოეული მოქალაქე მიიღებს შემოსავალს"

16.08.19 12:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც თითოეული მოქალაქე მიიღებს შემოსავალს.

მთავრობის მეთაურმა, თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას, პროექტი მნიშვნელობა აღნიშნა და მას სიღარიბის ეტაპობრივად დაძლევის საშუალება უწოდა.

"ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოში, რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით აშენდა, პროგრამა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში. ეს არის ყველაზე თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სამეგრელოში გვაქვს მსგავსი ტიპის და მსგავსი დონის თხილის საწარმო. ეს საწარმო არის მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბური პოტენციალი გვაქვს ჩვენ სამეგრელოში. სამეგრელოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე გამოწვევა გვქონდა, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძელით ფაქტობრივად შეუძლებელი და მიმდინარე წლის თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტ ადამიანსაც კი არ წარმოედგინა თუნდაც რამდენიმე თვის წინ. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები