ეკონომიკა

მთავრობა ანაკლიის პორტის ინვესტორთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტას ელოდება

22.08.19 16:40


საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან" ელოდება, რომ Conti group-ს ჩაანაცვლებს ასეთივე გამოცდილი და გავლენიანი უცხოელი პარტნიორი, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ამერიკულმა კომპანია „კონტი ჯგუფმა" კონსორციუმიდან გასვლის შესახებ ამ კვირაში განაცხადა.

როგორც უფრო ადრე რეგიონული განვითარების სამინისტროში განაცხადეს, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი ინვესტორის გარეშე შეუძლებელია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვება „კონსორციუმს" ამერიკული კომპანიის მონაწილეობამ მოუტანა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოში პირველ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. კონსორციუმი არის „თიბისი ბანკისა" და ამერიკული კომპანია Conti International LLC-ის დაფუძნებული.

კონსორციუმში შედიან ასევე SSA Marine (აშშ), British Wondernet Expres (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd. (ბულგარეთი).

Conti group-ს აქვს 113-წლიანი ისტორია და დიდი გამოცდილება მრეწველობის სხვადასხვა დარგში, მათ შორის მანქანათმშენებლობაში, ენერგიის განახლებად წყაროებში, ტექნოლოგიებში და სხვა.

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივეს.

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

რა პირობა წაუყენა მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“.

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები