საზოგადოება

დამუშავებული საკვების მიღება, შესაძლოა, აუტიზმის რისკს ზრდიდეს – კვლევა

26.08.19 16:30


ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, აუტიზმის რისკს შესაძლოა ზრდიდეს ორსულობისას ისეთი საკვების მიღება, რომელიც სხვადასხვა სახის საკვებ დანამატს შეიცავს.

კვლევის მიგნების მიხედვით, პროპიონის მჟავის მაღალი ოდენობა, რომელიც, როგორც წესი, გადამუშავებულ საკვებში მისი ვარგისიანობის გასახანგრძლივებლად გამოიყენება და ძირითადად, ყველსა და პურში გვხვდება, ამცირებს ჩანასახის ტვინის ნეირონების განვითარებას.

მკვლევრებმა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც წინა შესწავლისას აღმოჩნდა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს ხშირად კუჭის პრობლემები აქვთ.

მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მჟავა არღვევს ტვინის უჯრედებს შორის ბუნებრივ ბალანსს ნეიროენბის რაოდენობის შემცირებით და წარმოქმნის გლიალურ უჯრედებს. მეცნიერების თქმით, აღნიშნული უჯრედები ხელს უწყობს ნეირონების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას, თუმცა მათი ჭარბი ოდენობა ნეირონებს შორის კავშირს აფერხებს, რაც აუტიზმის მქონე ბავშვებს აღენიშნებოდათ.

კვლევის ავტორების თქმით, კლინიკური დასკვნის მოსამზადებლად კვლევის გაფართოებაა საჭირო. ამის შემდეგ მკვლევრები გეგმავენმ, ცდა თაგვებზე ჩაატარონ და შეისწავლონ დედის ორგანიზმში აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობა შვილებში მსგავს შედეგს თუ გამოიწვევს.

წინა კვლევები, რომელიც აუტიზმის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად ჩატარდა, მიუთითებს, რომ აუტიზმის ჩამოყალიბებას, შესაძლოა, ხელს უწყობდეს გარემო და გენეტიკური ფაქტორებიც. თუმცა ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები