საზოგადოება
06.09.19 10:45
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ ზაფხულს სამეგრელოში, სენაკში, სოფელ ნოქალაქევში აღმოაჩინეს სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული, სამკაულის დეტალი და ბალთა, რომლებიც ადრებიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება.
სააგენტოს ცნობით, ნოქალაქევში არქეოლოგიური ექსპედიცია პირველი ივლისიდან 27 ივლისამდე მოეწყო და არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა ნოქალაქევის ნაქალაქარის ქვედა ტერასის აღმოსავლეთ ნაწილში, ორ უბანზე. F და G თხრილებზე.
სააგენტოს თანახმადვე, გეგმის მიხედვით, თხრილი ჩრდილოეთით და დასავლეთით 2-2 მეტრზე გააფართოვეს, რათა გამოვლენილი ნაგებობის დარჩენილი ნაწილები გამოევლინათ და შეესწავლათ.
„2019 წლის არქეოლოგიურ სეზონზე გაგრძელდა 2018 წელს გამოვლენილი G თხრილის არქეოლოგიური ფენების დაღრმავება, სეზონის დასაწყისში თხრილის ზედაპირზე იყო ნაყარი კირქვის ფენები. ასევე, მცირე ზომის რიყის ქვისა და კირის ნარევი ფენები. თხრილზე სამუშაოების გაგრძელება დაიგეგმა აღმოჩენილი ფენების შესაბამისად“, — წერს სააგენტო.
მათ თანახმად, „სეზონის დასაწყისში G თხრილში გამოვლენილი კერამიკული მასალა ქრონოლოგიურად ჭრელი იყო, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს თხრილის ჩრდ-ით მდებარე მთასთან, საიდანაც კულტურული ფენები მუდმივად ირეცხება. თუმცა აღსანიშნავია, რომ თხრილში გამოვლენილი თიხის იატაკის მიმდებარედ აღმოჩენილია დიდი რაოდენობით სუფრის ჭურჭლის ნამტვრევები, რომლებიც ძირითადად ადრეშუასაუკუნეებს განეკუთვნება. ასევე აღსანიშნავია თხრილში აღმოჩენილი სხვა ნივთებიც: სპილენძის შენადნობის საკინძი, რკინის ცული , სამკაულის დეტალი და ბალთა. კულტურული ფენებიდან ამოსული არქეოლოგიური მასალა ადრებიზანტიურ პერიოდს განეკუთვნება“.
ექსპედიციას ხელმძღვანელობდა არქეოლოგიის დოქტორი ნიკოლოზ მურღულია.
„უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ნაქალაქარის ქვედა ტერასის ორ უბანზე (A, B და F თხრილები) წარმოებული კვლევა-ძიების შედეგად გამოვლინდა ელინისტური ხანის სამოსახლოები, კულტურული ფენები და სამაროვანი.
F თხრილში გამოვლენილი ნაგებობა, მორების ან ძელების ურთიერთჭდობაზეა დაფუძნებული და მისი სტრუქტურა არ საჭიროებს ლურსმნებს. ნაგებობის ასაშენებლად შექმნილია სუბსტრუქცია, რომელიც თხრილში ტერასებად არის წარმოდგენილი.
F თხრილზე აღმოჩენილი ელინისტური ხანის ნაგებობების შიდა და გარე ფართობზე შესწავლილ კულტურულ ფენებში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა ძირითადად სამზარეულო და სამეურნეო კერამიკულ ჭურჭელს აერთიანებს, რაც საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ გამოვლენილი ნაგებობები აშკარად საცხოვრებელ სახლებს წარმოადგენდნენ“, — წერს სააგენტო.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 334
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24