პოლიტიკა

გიორგი გახარია - ჩვენ სიმართლის არ გვეშინია, მთავარი ამოცანაა, ხალხს დავანახოთ ჩვენი დღევანდელი რეალობა

06.09.19 14:30


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, პარლამენტში დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს, რადგან ახლა მისი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხმა დაინახოს რეალობა.

„ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ენა საზოგადოებასთან ურთიერთობაში იყო სიმართლის ენა. ჩვენ სიმართლის არ გვეშინია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რა გამოწვევები გვაქვს ხვალ და რა მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩვენ ამას გავაკეთებთ ბოლომდე, ამის არ შეგვეშინდება. ყველა სხდომა რომელიც ამ დარბაზში ჩატარდება, ჩვენ წყნარად, მშვიდად მოვალთ და ყოველთვის გავცემთ პასუხებს კითხვებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები