პოლიტიკა

"ეს არის ყველაზე მოკლე გზა საქართველომ აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა" - ქუთელია რასმუსენის განცხადებაზე

10.09.19 16:00


"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია რასმუსენის დღევანდელ განცხადებას მიესალმება.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა საქართველომ აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა.

"გაწევრიანების მექანიზმი იმ დაშვებით, რომ საქართველო თავისი სრული ტერიტორიებით გახდება ნატოს წევრი მაგრამ, მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკმაოდ დიდი ხანია განიხილება როგორც კულუარებში ასევე ჩვენს პარტნიორებთან და ანალიტიკურ პოლიტიკოსებთან ევროპაშიც და აშშ-იც. შარშან ამასთან დაკავშირებით, ჰერიტექის ფონდმა გამოაქვეყნა დიდი კვლევა, სადაც მოყვანილი იყო როგორც სამართლებრივი ასევე პოლიტიკური კონტექსტი ამ საკითხთან დაკავშირებით, განხილული იყო გერმანიის მაგალითი, რომელიც ნატო-ს წევრი გახდა თუმცა, ორად იყო გაყოფილი. მე პირადად ვთვლი, რომ ეს არის ერთადერთი და სწორი საკმაოდ ეფექტური გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს მაქსიმალური გარანტიები გაწევრიანდეს უფრო მეტიც, ეს არის ყველაზე მოკლე გზა საქართველომ აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა" - განაცხადა ქუთელიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები