პოლიტიკა

შს მინისტრის პირველი მოადგილე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო

13.09.19 11:00


შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს შეხვედრას დაესწრო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“მმართველი საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე დაესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები და პროექტის განმახორციელებელი გუნდის - ორგანიზაცია "Hulla & Co Human Dynamics KG"-ის წევრები, ბენეფიციარი უწყებების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

პროექტი 2018 წლიდან ხორციელდება და 2021 წელს დასრულდება. იგი მიზნადისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებულიდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის განმავლობაში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელესდა სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.

პროექტის ძირითადი მიმართულებებია: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისგაღრმავება, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისისაბჭოს გაძლიერება, სამინისტროს ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარება,ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ადამიანის უფლებებზეორიენტირებული მეთოდების დანერგვა, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა,ორგანიზებული დანაშაულით გამოწვეულ საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერებისამაღლება და სხვა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები