პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

23.09.19 11:45


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აუარესებს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ საკითხის მაღალ დონეზე დაყენება, როგორც საერთაშორისო, ისე რუსეთთან ორმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან რუდოლფ მიხალკასთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის ფაქტებს, უკანონო ბორდერიზაციას და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებს.

ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის გაძლიერებისა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე დასმული საკითხების გადაჭრის აუცილებლობაზე.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სხვა თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ეუთოს მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პერემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები