პოლიტიკა

ბიზნესში არ დავბრუნდები არასდროს – მამუკა ხაზარაძე

16.10.19 10:15


მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან ბიზნესში არ დაბრუნდება. ხაზარაძის თქმით, აპირებს ქვეყანაში პოლიტიკური რეალობა შეცვალოს და განვითარების გზაზე დააყენოს.

“სასწაული რომ მოხდეს და ხელისუფლებამ თქვას, ანაკლიასაც ვაბრუნებთ… სად შეიძლება ვიყო მე? მე ბიზნესში არ დავბრუნდები არასდროს. სასწაული რომ მოხდეს, ქვეყანა ისეთ მდგომარეობაშია, მე არსად წასვლას არ ვაპირებ, არანაირი გარემოება არ მაიძულებს, დავუბრუნდე ბიზნესს. სანამ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურად გვემატებიან, არ შევცვლით რეალობას ამ ქვეყანაში, ვიქნები აქ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ “მთავარი არხის” ეთერში.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები