საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს ბაზა დაათვალიერა

31.10.19 16:40


შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს ბაზა დაათვალიერა. მინისტრი ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ვახტანგ გომელაური ბაზაზე წვრთნების პროცესს დაესწრო და სასწავლო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამავე ბაზაზე მომუშავე პირად შემადგენლობასაც შეხვდა და უშუალოდ მათგან მოისმინა ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები