საზოგადოება

იურიდიულ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა განახლდება

04.11.19 13:40


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა განახლდება. კომიტეტზე დღეს მორიგ კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ.

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს 15 კანდიდატს. მიმდინარე კვირაში კანდიდატთა მოსმენები დასრულდება.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები