პოლიტიკა

სოსო ცისკარიშვილი - ფაქტია, რომ სპორტსმენებს რაღაც ჯადო აქვთ, რომლის გარეშეც ქართული პარლამენტარიზმი ჩამოიშლებოდა

16.08.16 21:30


ალბათ თბილისელებისთვის საინტერესო იქნება, ვინ შეარჩია ეს ადმიანები თბილისელების გასაშაყირებლად, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა, ”ქართული ოცნების” თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, თბილისელების გემოვნებას წარდგენილი კანდიდატების ნაწილი მეტ-ნაკლებად მოერგება.

„ალბათ თბილისელებისთვის საინტერესო იქნება, ვინ შეარჩია ეს ადამიანები თბილისელების გასაშაყირებლად. ფაქტია, რომ სპორტსმენებს რაღაც ჯადო აქვთ, რომლის გარეშეც ქართული პარლამენტარიზმი ჩამოიშლებოდა. როცა ვხედავთ, რომ ფეხბურთელები, მიუხედავად მათი მაღალი თანამდებობისა პარლამენტისკენ იწევენ, ძალაუნებურად ჩნდება აზრი, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ბატონმა კალაძემ ვიცე-პრემიერობაც დაუთმოს საკუთარ ფავორიტებს. ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგები იქნებოდა. რატომ ის სპორტსმენები, რომლებიც დასახელებულია და არა სხვა, ამაზე პასუხი არ არის. ანუ არ ჩანს საფუძველი. წარმატებული ბიზნესმენები ჩემთვის მისაღებია, მაშინ როდესაც თბილისელობა მათ შუბლზე აწერიათ საკუთარი ცხოვრების წესით. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახლავთ უპირველეს ყოვლისა ის პერსონა, რომელსაც ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ინატრებდა”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, მხოლოდ ფეხბურთელობა და მორაგბეობა არ არის დამაჯერებელი ამომრჩევლისთვის, რათა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი მათზე შეაჩეროს.

”როდესაც საუბარია პიროვნების რაიმე დამსახურებაზე, მხოლოდ ფეხბურთელობა და მორაგბეობა არ შეიძლება ამომრჩევლისთვის დამაჯერებელი იყოს, თანაც ყოფილ სპორტსმენებზეა საუბარი ამ შემთხვევაში. თუ წლების განმავლობაში სპორტსმენმა რაიმე სახელმწიფოებრივი აზროვნებით არ მოახდინა ეფექტი ჩვენს ცნობიერებაზე, შეიძლება დაიბადოს აზრი, რომ ვიღაცას მოუნდა თბილისელების გაშაყირება. ჩემი აზრით, იმატებს იმის შესაძლებლობა, რომ თბილისის მაჟორიტარები არ იყვნენ წარმოდგენილები მხოლოდ ”მეოცნებეთა” და ”ნაციონალების” კანდიდატებით”, - განაცხადა ცისკარიშვილმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები