საზოგადოება

მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან ოფიციალურად წავიდა

11.11.19 12:50


მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. პრემიერის ბრძანება მთავრობის ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, მიხეილ ბატიაშვილის მიერ განათლების მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ 7 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც ბატიაშვილი აცხადებს, მან თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.

„ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან და ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას როგორც ზოგადად, განათლების სისტემის მიმართ, ასევე, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - აცხადებდა მიხეილ ბატიაშვილი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები