პოლიტიკა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა - კანონპროექტის კენჭისყრა დღესაა დაგეგმილი

14.11.19 10:00


პარლამენტის საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა დღეისთვის გადაიდო. ამ გადაწყვეტილებას წინ კონსულტაციები უძღოდა წინ.

კენჭისყრა დღეს, 12 საათზეა ჩანიშნული.

„მათთან შეთანხმებით გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით და ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ გუშინდელ სხდომაზე.

კონსულტაციები არჩილ თალაკვაძეს გია ვოლსკისთან, მამუკა მდინარაძესთან, ირმა ინაშვილთან, სერგი კაპანაძესთან და რომან გოცირიძესთან ჰქონდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები