პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და ქალიშვილებს შეხვდა

21.11.19 12:50


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და ქალიშვილებს კიდევ ერთხელ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს მიმდინარე პროცესი და ქართველი ექიმის გასათავისუფლებლად გადადგმული ნაბიჯები დეტალურად გააცნო.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ექიმის მეუღლეს 16 ნოემბერსაც შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატი კი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებთან მუდმივ კონტაქტზეა.

მისი განცხადებით, მთავარი პრიორიტეტი ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლებაა და ამისთვის სახელმწიფო უწყებები მუდმივ რეჟიმში მუშაობენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები