საზოგადოება

ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის 2 პირი დააჯარიმეს – თანასწორობის მოძრაობა

05.12.19 14:40


ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობსი“ ინფორმაციით, თბილისში ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის 2 პირი დააჯარიმეს.

ორგანიზაცია ყვება, რომ შემთხვევა 18 ნოემბერს მოხდა – ტრანსგენდერ ქალებთან სამი მოქალაქე, ორი ქალი და ერთი კაცი მივიდა, რომლებმაც ტრანსგენდერ ქალებს, ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კერძოდ, დასცინოდნენ, აგინებდნენ და ეკითებოდნენ – თუ რომელც ერქვა კაცის სახელი. ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ, ტრანსგენდერმა ქალებმა გამოიძახეს პოლიცია, პოლიციამ კი ადგილზე მისვლის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, როგორც აღნიშნული სამი პიროვნების, ასევე დაზარალებული ტრანსგენდერი ქალების მიმართაც.

თუმცა, ორგანიზაციის თქმით, ტრანგენდერი ქალები, რომლებსაც პოლიცია წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, გამართლდნენ, ხოლო ის პირები, რომლებმაც მათ, შეურაცხყოფას აყენებდნენ ტრანსფობიური რეპლიკებით, 500 – 500 ლარით დააჯარიმეს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები