პოლიტიკა
05.12.19 17:40
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა. გამწვანების პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო.
,,დღეს, დიდ დიღომში დასრულდა ერთკილომეტრიანი გზაგამყოფის გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე 350-მდე მერქნიანი მცენარე დაირგო. ეს 5 000 კვადრატული მეტრზე მეტი ფართობი, რომელიც შეემატება დიდ დიღომს რეკრეაციული სივრცის სახით, ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია ამ უბნის გარემოსდაცვითი პრობლემების ნაწილობრივ გადასაჭრელად. ამგვარი რგვები თბილისის ყველა უბანში გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგები გვექნება თბილისის გამწვანების კუთხით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
შუა გამყოფი ზოლი, რომლის სიგრძეც 1000 მეტრია, ხოლო ფართობი 5500 კვ. მეტრი, 350-მდე, სხვადასხვა სახეობის სამ მეტრზე მაღალი ხე დაირგო. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა სარწყავი სისტემის დამონტაჟების სამუშაოები. ასევე, ტერიტორიაზე დაგეგმილია მიწის შეტანა და ბალახის დათესვა.
მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით 12 000-მდე დიდტანოვანი ხე და 8 000-ზე მეტი ბუჩქი დაირგვება.
გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, თბილისის საკრებულოს წევრები და შპს ,,ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 415
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24