პოლიტიკა

აბაშიძე რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შესაძლო გახსნაზე: ასეთი ცენტრი არ იხსნება

10.12.19 11:15


"ჩვენი ინფორმაციით ასეთი ცენტრი არ იხსნება",- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც თბილისში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის შესაძლო გახსნას ეხებოდა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საკითხი სახელისუფლებო დონეზე არსად განხილულა.

"პრაღიდან დაბრუნების შემდეგ შეხვედრები მქონდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე,რა იყო და რაზე ვისაუბრეთ პრაღაში. კერძოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით გავაკეთე კომენტარები და აღვნიშნე, რომ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას ამგვარი ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით რაიმე შეხება არ აქვს, არც ჰქონია. ეს საკითხი სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შექმნის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ ანუ ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები