მსოფლიო

ვაშინგტონი მზადაა, ირანთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს

09.01.20 13:20


ამერიკის შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი მზადაა, თეირანთან მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს.

აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აშშ-ის უსაფრთხოების საბჭოს მიერ გაეროსთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ გენერალ ყასემ სოლეიმანის სიკვდილი იყო თავდაცვის ზომა.

წერილის თანახმად, აშშ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, რათა „თავიდან აიცილოს რომ საფრთხე შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას ირანის რეჟიმთან ესკალაციით“.

წერილში ასევე წერია, რომ აშშ საჭიროების შემთხვევაში მიიღებს დამატებით ზომებს საკუთარი პერსონალისა და ინტერესების დასაცავად.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები