პოლიტიკა

"ივანიშვილმა შესაძლოა „ოცნება“ დაკარგოს, კალაძე სადავეების ხელში აღებას შეეცდება"

17.01.20 10:00


„კალაძე შეეცდება „ქართული ოცნების„ სადავეების ხელში აღებას"- ასე აფასებს მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლეს კვლევას, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი მკვეთრად შემცირებულია, დედაქლაქის მერის მიმართ კი გამოკითხულთა დიდი ნაწილი სიმპატიას გამოხატავს.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ პარტიაში დაღცენილების დიდ ნაწილს მორალი და პრინციპი ნაკლებად გააჩნიათ.

მისივე თქმით, "ოცნების" წევრები "ყოველთვის კარგად გრძნობენ, ვის ამოეფარონ და ვის მხარეს იყვნენ".

"ბიძინა ივანიშვილი უნდა დაფიქრდეს, რამდენად ხიფათის შემცველია დღეს კალაძე, იმიტომ რომ, არ არის გამორიცხული ივანიშვილმა „ოცნება“ დაკარგოს.

მითუმეტეს, რომ „ოცნების“ დეპუტატების დიდ ნაწილს მორალი და პრინციპი ნაკლებად გააჩნიათ. ყოველთვის კარგად გრძნობენ, ვის ამოეფარონ და ვის მხარეს იყვნენ და შესაბამისად, სხვა ბანაკშიც უმარტივესად გადაბარგდებიან, რადგან მათ ყველას თავისი პირადი პოლიტიკური მომავალი ადადრდებთ და არა ქვეყნის ბედი.

დღევანდელი რეიტინგებითაც, კალაძეს უფრო კარგი შედეგი აქვს, ვიდრე თუნდაც იგივე პრემიერს, ან სხვებს.... ეს კი ყოველთვის ხდება შურის საფუძველი პოლიტიკურ ბრძოლებში.

ამიტომ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, დაპირისპირებაც გამძაფრდება, რადგან სია დიდი ვერ იქნება, თავისი გავლენის მოპოვებას კი ყველა შეეცდება. სკამებიც უფრო ცოტაა, ვიდრე ხალხი.

ანუ, თუ ადრე დაპირისპირება იყო კალაძე - გახარიას გუნდებს შორის, ახლა როგორც ჩანს, გახარია აღარაა „პოპულარული“ მინისტრი. თვითონ „ქართულ ოცნებაშიც“ აშკარად შემცირდა ნდობა ბიძინა ივანიშვილისადმი და ეს ეტყობა კიდეც - რაღაც უფრო თამამები ჩანან ბიჭები...

მოკლედ, თუ ივანიშვილმა შიგნით არ დაამყარა წესრიგი, პარტიის სადავეები მალე გენერალური მდივნის ხელში აღმოჩნდება"- აცხადებს ჭიჭინაძე.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები