პოლიტიკა

ლომჯარია ოქრუაშვილს და მერაბიშვილს შეხვდა – სპეციალური პენიტენციური სამსახური

24.01.20 10:45


სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 23 იანვარს, საღამოს გაავრცელა საგანგებო ცნობა იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილს და ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ.

“N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 18:00 საათის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულების დახურვიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ.

დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს”, – იუწყება პენიტენციალური სამსახური, რომლის ცნობით, ომბუდსმენმა ასევე მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

დღეს საღამოს მატროსოვის ციხიდან გამოსულმა სახალხო დამცველმა ტვ “პირველთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა ოთხ პატიმარს, თუმცა არ დააკონკტრეტა მათი ვინაობა.

“მე ამ პატიმრებისგან არ მიმიღია თანხმობა გასაჯაროებაზე, შესაბამისად, ვერ დაგისახელებთ მათ ვინაობას”, – განაცხადა ომბუდსმენმა. მისი თქმით, მომავლ კვირას უცხოეთში მიემგზაავრება, ამიტომაც დღეს შეხვდა პატიმრებს, რომლებიც მასთან შეხვედრას ითხოვდნენ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები