პოლიტიკა

ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს მდივნისა და დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობებს ტოვებს

28.01.20 11:30


საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობებს ტოვებს. იზორიას განმარტებით, ის გერმანიაში, სრულუფლებიან ელჩად განაგრძობს საქმიანობას.

მისი განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა.

„ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩი.

მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და ჩვენ, იანვრის დასაწყისში, გვქონდა გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ 27 იანვარს დავწერდი გათავისუფლების შესახებ განცხადებას, რათა გარკვეული დროც მქონოდა პირადი, ან ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. მათ შორის, აგრემანზე მოთხოვნაა გაგზავნილი, რომელსაც თებერვლის შუა რიცხვებში ველოდებით.

სავარაუდოდ, სწორედ თებერვლის მიწურულს იგეგმება ჩემი იქ ჩასვლა და ჩემი, როგორც ელჩის რანგში მოღვაწეობის გაგრძელება“, - განაცხადა იზორიამ "პოსტ ტივის" ეთერში.

ცნობისთვის, ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები