ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 9.4 მლნ ვიზიტი დაფიქსირდა

14.02.20 12:40


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 9.4 მლნ შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელთან შედარებით, 7.8%-ით მეტია.

შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7%, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების ოდენობამ 7.7 მლნ შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.3%-ით მეტია.

2019 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 6.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6%-ით არის გაზრდილი.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი განხორციელდა, რაც 6.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მლნ რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდარაც მთლიანი ვიზიტორების 20.1%- ს შეადგენს და წარმოადგენს 1.6%-იან ზრდას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (1.5 მილიონი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 7.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საერთაშორისო ვიზიტორების 66% პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ.

მხოლოდ ტურისტების წილმა საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებში 27.5% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.5% როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი იყო.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები