მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანში ჩავიდა

25.02.20 15:40


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქ კოლეგას საპრეზიდენტო რეზიდენციაში უმასპინძლა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს მერვე სხდომას დაესწრება. ადგილობრივი მედია წერს, რომ საბჭოს სხდომაზე ანკარასა და ბაქოს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა განიხილება.

თურქეთის პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ქვეყნის საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის, ახალგაზრდობისა და სპორტია და ვაჭრობის მინისტრები.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები