საზოგადოება

თბილისში საკურას ხეები დარგეს

26.02.20 17:40


თბილისში, დღეს თსუ-ს ეზოში საკურას ხეები დარგეს.

იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, გარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, ნერგები სხვა უმაღლეს სასწავლებლების მახლობლადაც დაირგვება.

თსუ-ს ეზოში საკურა იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან ერთად, რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დარგეს.

„იაპონიის საელჩომ თბილისს საჩუქრად 100-ზე მეტი ძირი საკურა უკვე გადასცა, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ნაწილი კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ეზოში დაირგო. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა მებაღეებმა თბილისისთვის საკურას გამორჩეულად მოყვავილე ფორმა შეარჩიეს,“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.



წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები