საზოგადოება

გამყრელიძე კორონავირუსზე: ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უფრო გაძლიერებულია

28.02.20 11:30


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლოებას მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს პანიკის საფუძველი.

"ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი დაფიქსირდა 45-მდე გაიზარდა.

ჩინეთს საზღვრებს გარეთ 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და რა თქმა უნდა საფრთხე არსებობს.

საფრთხის არსებობა ერთია და მეორეა თუ როგორ ვართ მზად იმისთვის, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ. რა თქმა უნდა ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები