პოლიტიკა

პრემიერის განცხადება: "საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის"

20.03.20 10:00


საქართველოში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდა - განცხადება რამდენიმე წუთის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.ამ ეტაპხზე ამის საჭიროება არ დგას, თუმცა შეიძლება დადგეს "ხვალ, ზეგ".

პრემიერმა თქვა, რომ "საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არის".

"იქედან გამომდინარე, რომ საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ქვეყნის მასშტაბით.

დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, როგორც კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დადგება, შეძლებენ რამდენიმე საათში გადაწყვეტილების მიღებას და აღსრულებას.

"ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგორც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის შემდგომი შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - თქვა პრემიერმა

ამ დროსთვის ახალი კორონავირუსით 40 ადამიანია დაინფიცირებული, თუმცა სპეციალისტები COVID 19-ის შემთხვევების მატებას ელოდებიან.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები