პოლიტიკა
31.03.20 14:20
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, კვიპროსის, პორტუგალიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოებმა უზრუნველყვეს დროებითი საცხოვრებლითა და პირველადი საჭიროების პროდუქტებით. საელჩოებმა მათ ასევე გაუწიეს დახმარება საქართველოში გამოსამგზავრებლად. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.
„კვიპროსში საქართველოს საელჩომ დროებითი საცხოვრებლით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყო 11 მოქალაქე, რომლებსაც გაუუქმდათ უკან დასაბრუნებელი ბილეთები და სასტუმროების დაკეტვის გამო ვერ ახერხებდნენ თავშესაფრის დამოუკიდებლად შოვნას. ამაზე დამატებით, საელჩომ პირველადი მოხმარებისა და საკვები პროდუქტებით მოამარაგა 40-მდე საქართველოს მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნები – საელჩო მათთან რჩება მუდმივ კავშირზე.
პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს უშუალო ჩართულობით და დახმარებით სამშობლოში ალტერანტიული მარშრუტებით გამოემგზავრა ოთხი ქართველი სტუდენტი. ხოლო, ათამდე სტუდენტთან საელჩო რჩება მუდმივ კავშირზე, უწევს კონსულტაციას და იღებს ინფორმაციას მათი საჭიროებების შესახებ. ასევე, საელჩოს დახმარებით დაბინავებულია რამდენიმე საქართველოს მოქალაქე.
ესტონეთში საქართველოს საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს, როგორც პირადად, ისე საელჩოს სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის საშუალებით, რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობებისა და ესტონეთში საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული რეგულაციების შესახებ. საელჩო მათ უზრუნველყოფს კონსულტაციით თუ როგორ იმოქმედონ და ვის მიმართონ COVID-19-ის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში. მოქალაქეებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ამასთან, საელჩო აქტიურად მუშაობს არსებული სიტუაციის გამო წარმოქმნილი სხვადასხვა ხასიათის პრობლემების გადაწყვეტაში ესტონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად. დიასპორული ორგანიზაციის ჩართულობით საელჩომ დახმარება გაუწია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შექმნილი ვითარების გამო მოკლებული იყვნენ საცხოვრებელსა და პირველადი საჭიროების პროდუქტებს“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, სამშობლოში ამ დრომდე მოხდა 4000 მოქალაქის ორგანიზებული დაბრუნება. საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ლოზუნგით "გავათენოთ საქართველოსთვის" 12 მაისს მოქალაქეები პარლამენტის წინ შეკრებას გეგმავენ
18:0008.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება
17:1008.05.24
-
იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა
16:2708.05.24
-
მირიამ ლექსმანი - ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - სირცხვილი „ქართულ ოცნებას“
15:5608.05.24
-
15:2408.05.24
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა
10:2208.05.24
-
სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები
10:0008.05.24
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24