საზოგადოება

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მზად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განაახლოს, თუმცა, დარგის სპეციალისტების მითითებებს ელოდებიან

13.05.20 15:20


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მზად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განაახლოს, თუმცა, დარგის სპეციალისტების მითითებებს ელოდებიან.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან არ იცის კონკრეტული ვადა, როდის დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში მუშაობას.

„ჩვენთანაც ბევრი ზარი შემოდის ცხელ ხაზზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ველოდებით დარგის სპეციალისტები როგორც კი მოგვცემენ მითითებას, როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს სრული მზადყოფნა და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას. ვერ გეტყვით ეს როდის იქნება“, - განაცხადა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები