პოლიტიკა

რომან კაკულია: „ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები უნდა დაფიქრდნენ, რომ სწორედ მისი მხარდაჭერით შემოვიდნენ პარლამენტში

15.05.20 13:40


„ოპოზიციური სპექტრში „ქართული ოცნებიდან” წასული ადამიანებიც არიან, რომელთაგან ბერს სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. ადამიანები, რომლებიც ჩვენგან წავიდნენ და აქვთ განსაკუთრებული ბრძოლა გამოცხადებული „ქართულ ოცნებასთან’, უნდა დაფიქრდნენ, რომ სწორედ ქართული ოცნების მხარდამჭერით შემოვიდნენ პარლამენტში და მათ უკან რა ლეგიტიმაცია დგას, ამაზე უნდა იფიქრონ”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა რომან კაკულიამ ტვ „იმედის” ეთერში.

მისი განმარტებით, იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში „ქართული ოცნების” მხარდაჭერით შემოვიდნენ, მას ბრძოლას კი არ უნდა უცხადებდნენ, არამედ მისი აზრიც უნდა აინტერესებდეთ.

„როდესაც გადიხარ პარლამენტიდან, მაშინ რა თქმა უნდა, უკვე მხოლოდ შენს თავს წარმოადგენ ქვეყანაში და რაც გინდა, ის პოზიცია შეგიძლია გქონდეს, მაგრამ, როცა ქართული ოცნების მანდატით ხარ შემოსული, მერე კი მისგან გადიხარ, თუმცა მაინც პარლამენტში რჩები და მას სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას უცხადებ, ე. ი. მაშინ ამით ამბობ, რომ შენ უფრო მეტად ხარ მხარდამჭერთა ინტერესების გამომხატვებლი, ვიდრე ჩვენ ყველა – დანარჩენი დეპუტატები. ძალიან სარისკო პოზიცია მგონია ეს. ვინც ტრადიციულად მტრობდა ქართულ ოცნებას, მისგან არ მიკვირს და არც ველოდები რეალურ ოპონირებას, რადგან მათი არგუმენტი არის ნებისმიერი მოცემულობის უარყოფით კონტექტში წარმოჩენა, მაგრამ ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატებისთან, რომლებიც პარლამენტში დარჩნენ (ყველას არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა) ძალიან მიკვირს ეს”,- აღნიშნა რომან კაკულიამ.​




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები