პოლიტიკა

კახა კალაძე - ვერც მთავრობას და ვერც პარლამენტს ვერანაირი ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანები ციხიდან გაათავისუფლოს - ამის მანდატი მხოლოდ პრეზიდენტს აქვს

15.05.20 16:20


ოპოზიცია ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს, შეთანხმების ნაწილი იყო იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომელსაც გარკვეული დანაშაულები აქვს ჩადენილი და ეს სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმებულ შეთანხმებაზე საუბრისას განუცხადა. კალაძის თქმით, არც პარლამენტს და არც მთავრობას არ აქვს ბერკეტი, რომ კონკრეტული ადამიანები ციხიდან გაათავისუფლონ.

„პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებები განხორციელდეს. ეს იყო 8 მარტის შეხვედრების შეთანხმება, რომელიც ასახული იქნა დოკუმენტში. ამის შესრულებაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, მაგრამ, ამას აქვს მეორე მხარე - ოპოზიცია ცრუობს და ამბობს, რომ თითქოს შეთანხმების ნაწილი იყო იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომელთაც გარკვეული დანაშაულები აქვთ ჩადენილი და ეს სიმართლეს არ შეესაბამება იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისთვის, რომ ეს კონკრეტული ადამიანები ციხიდან გაათავისუფლოს. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა და მანდატი, არის პრეზიდენტი. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ პირიქით - დამუხტვა.

„კარგად ხვდებიან და იციან, რა რეიტინგები აქვთ. იციან, რომ არჩევნების გზით მათ გამარჯვების არანაირი შანსი, არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ “, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს, მერის თქმით, არავის უნდა მიეცეს საშუალება, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები შეცდომაში შეიყვანოს.

„უცხოელ პარტნიორებს რაც შეეხებაა, არავის არ უნდა მიეცეს შესაძებლობა, რომ თავისი ვიწრო პოლიტიკური ხედვების გამო, დააზიანოს ქვეყნის იმიჯი, შეცდომაში შეიყვანოს და გაუგებრობაში ამყოფოს ჩვენი პარტნიორები. ვიმეორებ: შეთანხმებაში, რომელიც შედგა, ერთი სიტყვაც კი არ ყოფილა ნახსენები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული ადამიანები უნდა იქნენ გათავისუფლებულნი“, - განაცხადა კალაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები