პოლიტიკა
20.05.20 10:30
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირში შეღწევა საქართველოს რეალური მიზანია და ქვეყანას სხვა პერსპექტივა არ აქვს.
მისივე თქმით, ევროკავშირში დაწყებულია მსჯელობა პარტნიორობის ახალ ფორმატზე და საქართველო უნდა იყოს ძალიან მომთხოვნი, რადგან დღეს გადადგმული ნაბიჯები ხვალ ინსტიტუციურად გაფორმდეს.
„ეს არის ჩვენი სტრატეგია. ამ ბოლო პერიოდში ვესაუბრე 29 ქვეყნის პრეზიდენტებს, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ნატოს გენერალურ მდივანს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა პირადად მომწერა ძალიან ვრცელი წერილი და გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ამ ადამიანთან საუბრის მთავარი თემა კორონავირუსთან ერთად, ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის განვითარება იყო. რა არის ჩვენი ახალი მოთხოვნები, სად უნდა ვიყოთ ხვალ. ჩვენი დღევანდელი ამოცანაა შევაღწიოთ იქ, სადაც გვჭირდება, რომ ვიყოთ, რათა მივიღოთ თანამშრომლობის ის დონე, რაც საქართველოს საკადრისია. ამას ყველა ნელნელა ხვდება. ევროკავშირში შეღწევა ჩვენი რეალური მიზანია და ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია. დღეს, ხვალ და მომავალ კვირას ევროკავშირი არ დაიწყებს მსჯელობას ახალ კანდიდატებზე და ახალ წევრებზე. სამაგიეროდ, დაწყებულია მსჯელობა პარტნიორობის ახალ ფორმატზე და იქ უნდა ვიყოთ ძალიან მომთხოვნი, რადგან დღეს ვდგამთ შესვლის იმ ნაბიჯებს, რომელიც ხვალ ინსტიტუციურად გაფორმდება. დღეს უნდა შევიდეთ, ხვალ უნდა გვითხრან რომ შესულები ხართ. ეს არის ჩვენი სტრატეგია და ისე ძახილი, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, მე აღარ მყოფნის. ყველაფერი ორმხრივია. ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა. მე მგონი, რომ ვიცით, რა მიმართულებებზე გვაქვს აღებული ჩვენი მთავარი ფსონი და ამაზე უნდა ვიმუშაოთ ძალიან კონკრეტულად – არა სიტყვებით, არამედ ფაქტებით უნდა მივაღწიოთ იმას, რაც დღეს გვჭირდება ჩვენი განვითარებისა და ეკონომიკური სტაბილურობისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ალეკო ელისაშვილი - წარმოიდგინეთ, როგორ ბოდვაშია ხელისუფლება
15:0008.05.24
-
14:1508.05.24
-
13:5908.05.24
-
13:1708.05.24
-
12:4608.05.24
-
რომან გოცირიძე - ე.წ. ადამიანთა რეესტრის შექმნა არის „კაგებეს“ მეთოდი
12:2008.05.24
-
12:0008.05.24
-
კასპში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ერთს კი ეძებენ
11:1908.05.24
-
10:4808.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა
10:2208.05.24
-
სუს-ი - გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები
10:0008.05.24
-
საფრანგეთს ქაოსი შეაქვს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა სამოქალაქო ომი თავად საფრანგეთშია მომწიფებული
21:3507.05.24
-
პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ევროპის დღე აღინიშნება
18:0007.05.24
-
17:3107.05.24
-
17:0607.05.24
-
16:4007.05.24
-
16:1507.05.24
-
ევროპარლამენტარები - საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს
15:4207.05.24
-
ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტის ფიცი დადო
15:0507.05.24
-
14:3807.05.24
-
ასლან ბჟანიამ ინალ არძინბა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა
14:0207.05.24
-
13:3007.05.24
-
13:1207.05.24
-
12:5007.05.24
-
12:1507.05.24
-
საქსტატი - მარტში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა
11:5607.05.24
-
საქართველოს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ეწვევა
11:3207.05.24
-
თურქეთი დასავლეთისგან ისრაელზე წნეხის გაძლიერებას ითხოვს
11:0707.05.24
-
10:4307.05.24
-
10:2107.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის "ფორმულა"
10:0007.05.24
-
18:0006.05.24
-
17:2006.05.24
-
16:4306.05.24
-
ირაკლი ჩიქოვანმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
16:1206.05.24
-
15:4106.05.24