პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი წამით არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ვინმეს გამოშვებაზე საუბარს არ დათანხმებიან

21.05.20 13:20


“მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არცერთი წამით არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ვინმეს გამოშვებაზე საუბარს არ დათანხმებიან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ​ 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შეთანხმება მოხდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება მეორე დოკუმენტს, ეს მხოლოდ ერთობლივი განცხადებაა, რომელიც მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას ეხება.

“ამაზე საუბარი ოპოზიციის მხრიდან სულ იყო მოლაპარაკებებზე, ყველა შეხვედრის დროს.

სპეკულაციურია აბსოლუტურად ის, რომ ამაზე თანხმობა მიიღეს. სხვათა შორის, ერიდებიან ხოლმე ამ ვორდინგით თქმას – როცა ეკითხებიან, დაეთანხმა თუ არა “ქართული ოცნების” მხარე ვინმეს გამოშვებას, ამ დეტალს თავს არიდებენ. პრეზიდენტის ლოგიკა კი ეს იყო, რომ ამ სპეკულაციების ფონზე ქვეყანა რისკებს აარიდა. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც პირადად ჩემი აზრით, მთლად რაციონალური არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ არ შეეძლოთ განსაკუთრებული რისკების შექმნა. სხვათა შორის, ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ შეთანხმება იყო პირველ ნაწილზე, საარჩევნო სისტემაზე, რაც შეეხება მეორე ნაწილს, რაც მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას გულისხმობს, ეს იყო ერთობლივი განცხადება, ამასაც ხაზი უნდა გავუსვათ და გვახსოვდეს”, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები