პოლიტიკა

ირაკლი ბერაიასა და აშშ-ის კონგრესმენ ბრაიან მასტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

21.05.20 16:40


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის კონგრესმენთან, რესპუბლიკელ ბრაიან მასტთან.

მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებსა და ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეპიდეიმიოლოგიურ ვითარებასა და საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრეს.

საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.

განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და აღნიშნეს საქართველოს საკითხის აშშ-ის დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა.




წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები