პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციას დიდი ხანია აქვს მცდელობა, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს და ქულები ჩაიწერონ

26.05.20 17:20


„მე არა მგონია, რომ სიმწვავე უნდა აკლდეს ოპოზიციის შეკითხვებს, პირიქით, მწვავეც უნდა იყოს და საქმიანიც, მაგრამ ეს სურვილები და ეს ოცნებები უკვე დიდი ხანია ჩავაბარეთ წარსულს, იმიტომ, რომ დიდი ხანია არის მცდელობა, რომ პოლიტიკური ხასიათის ცირკი მოეწყოს და ქულები და დივიდენდები ჩაიწერონ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში განაცხადა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, მოხსენებაში, რომლითაც ხვალ, პრემიერი პარლამენტის წინაშე წარსდგება, ყველა მნიშვნელოვან თემაზე იქნება აქცენტი გაკეთებული და მმართველი გუნდის შეკითხვებიც შეეხება ყველა იმ თემას, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

„პრემიერის მოხსენებაში ძირითადი აქცენტები იქნება გაკეთებული. რასაკვირველია, მთავარ თემად რჩება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები, ეკონომიკური სფერო, ჯანდაცვის სფერო, ეს არის თემები, რაზეც ჩვენც გვექნება საუბარი. ჩვენ შევეხებით ყველა იმ საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, დახმარებებთან, ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით. თუ რა მოცულობის დახმარებებია, როგორ იქნება ორგანიზებული და რა ინტენსივობით მიმდინარეობს დღეს. სოფლის მეურნეობის საკითხებიც საინტერესოა, რამდენად ძლიერად არის ჩამოყალიბებული ის პროგრამა და როგორ ხორციელდება, რომელიც შიდა წარმოების გაზრდას გულისხმობს. ეს არ არის გარკვეული პერიოდის პრობლემა.

ზოგადად კარგი ტენდენციებია სოფლის მეურნეობის დარგში და ამ ტენდენციებს უნდა სწრაფი და ინტენსიური განვითარება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები