პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - ჩვენი პირობა ძალაშია და რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს - ამას დავაფიქსირებთ კენჭისყრით ძალიან მალე

05.06.20 10:00


რა მოხდება თუ ოპოზიცია ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მემგონი, ეს საზოგადოების განსასჯელია იმიტომ, რომ პასუხისმგებლობები კენჭისყრის ოქმზე ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთება ვისია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო საყოველთაო განხილვისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს ცვლილებები ოპოზიციის ინტერესებშიც არის.

„ჩვენი პირობა ძალაშია და ჩვენ რასაკვირველია, მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამას დავაფიქსირებთ კენჭისყრით უკვე ძალიან მალე ივნისის მეორე ნახევარში. რაც შეეხება ოპოზიციას, თუ ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება ამ ცვლილებებს იმ თანაფარდობით მაინც, რომ მინიმუმ ჩვენ უზრუნველვყოთ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმების რაოდენობა, რასაკვირველია, საფრთხე ემუქრება ამ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში, როგორც თქვენ ხედავთ პოლიტიკური სპექტრი ჩვენ გვაკისრებდა პასუხისმგებლობას, როდესაც ვადის გადმოწევის ინიციატივა ჩავარდა და ეს ვადის გადმოწევის ინიციატივა საჯარო კომუნიკაციაში გაუთანაბრეს კიდეც პროპორციულ არჩევნებს. ანუ ამბობდნენ, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდაო.

სინამდვილეში ჩვენს მიერ არის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩაწერილი. რაც ჩავარდა, ეს იყო ვადის გადმოწევის ინიციატივა. ახლა რა მოხდება თუ ოპოზიცია ჩააგდებს ამ ცვლილებებს, მემგონი, ეს საზოგადოების განსასჯელია იმიტომ, რომ პასუხისმგებლობები კენჭისყრის ოქმზე ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთება ვისია. იქ სახელობითად ჩანს ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არ დაუჭირა, ასევე ჩანს ვინ რომელი პარტიის წევრია. თუ ოპოზიცია, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი გააკეთებს ამის ბლოკირებას და ჩააგდებს ცვლილებებს, წინასწარ ბევრი დაფიქრება სჭირდება ამას იმიტომ, რომ ეს ცვლილებები ოპოზიციის ინტერესებშიც არის. შეიძლება მართთვის უფრო არის ინტერესებში ვიწრო გაგებით, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური ჯგუფის. ამიტომ ბუნებრივია, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ პასუხისმგებლობა იქნება იმ სუბიექტის, ვინც მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა თალაკვაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები