საზოგადოება

ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაო მოიპოვეს

05.09.16 15:30


თავისუფალი სტილით მოჭიდავე შმაგი თოდუამ (-60) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (-74) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მაკონში მიმდინარეობს.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თოდუამ საფრანგეთის წარმომადგენელი ილმან მუხთაროვი დაამარცხა ანგარიშით 11:6, ხოლო გაფრინდაშვილმა აზერბაიჯანელ მურად სულეიმანოვს სძლია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს აღება შეეძლო, მაგრამ რობერტ დინგაშვილი (-50) ყაზახ ერბულან სარკიტბაევთან ჭიდილში დამარცხდა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. სადაც საქართველოს წარმოადგენენ:

• კახა ირემაძე (-55) • გიორგი სულავა (-66) • მექი სიმონია (-84) • ზურაბ ურთაშვილი (-120) მანამდე ამავე ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა ბერძნულ-რომაულ სტილში ოთხი ოქროსა და ბრინჯაოს მედლები აიღეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულები გახდნენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები