ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი X

05.09.16 18:05


ეპისკოპოს მირზახანიანის სიაში შეტანილი საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში არსებული ე.წ სომხური ეკლესიები.

ქალაქი თელავი

პირველი პერიოდი- 1801 წლამდე აგებული საკულტო ნაგებობები კახეთში:
1. თელავი- ,,სურბ გევორგ მაირ ეკეღეცის ( წმ. გიორგის დედა ეკლესია ბ.ა), გუმბათოვანი , მოხსენიებულია 1786 წლიდან.

2 .თელავი - ,,სურბ კარაპეტ“, ეკლესია მოხსენიებულია 1797 წ.

ესენი არიან თელავის ე.წ სომხური ეკლესიები. თუ სომხური მხარე არ წარმოადგენს რომელიმე ქართველი მეფის გაცემულ სიგელს, ბრძანებას მათი აშენების შესახებ, მაშინ არც ეს ეკლესიები გადაცემას არ დაექვემდებარებიან.
გამოქვეყნდა ინფორმაცია : ,, თელავში გორიჯვრის წმ. გიორგის ეკლესია, ძველი გალავნის ტერიტორიაზე ეს ეკლესია X-XI ს.ს კვირიკე მეფის კარის ეკლესიად იყო ცნობილი. XVII-XIX ს.ს ერეკლე მეფემ განჯა-ყარაბაღიდან ამ ტერიტორიაზე სომხები ჩამოასახლა და ეს ეკლესიაც მათ გადასცა. ათეული წლების განმავლობაში, ვის ეკუთვნოდა ეს ეკლესია გაურკვეველი იყო.

ეს ეკლესია შეტანილია ეპ. მირზახანიანის სიაში. აღნიშული ინფორმაცია რა წყაროს, რა საბუთს ეყრდნობა, არ არის მითითებული. ამიტომ მისი გადაცემა საკითხის გარკვევამდე არ შეიძლება.

მეორე პერიოდი -1801 წლის შემდეგ თელავის რაიონის სოფლებში აშენებულ ე.წ სომხური ეკლესიები.


1.ლალისყური-,,სურბ-ასტვაწაწინ“, მოხსენიებულია 1840 წლიდან.

2.წინანდალი-,,სურბ ასტვაწაწინ“, 1808 წ.

3. ნაფარეული - ,,სურბ-კირაკი“ (სურბ- ასტვაწაწინ, სურბ-თომას“), 1818 წ.

4. რუისპირი-,,სურბ-სარგისის“ უბანში 1875 წ.

5. ტურისციხე (ლომისციხე), ეკლესია ,,სურბ სარგისი“,(სურბ ასტვაწაწინ) 1808

6. ტოღიანი- ,,სურბ- ასტვაწაწინ“ 1818.

ამ ეკლესიების აშენების ნებართვა ,,პრიკაზი“ გაცემული რუსის იმპერატორის ან უმაღლესი ჩინოვნიკის მიერ თუ არსებობს, იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრედ არ ითვლებოდა და არც დღეს ითვლება. ამდენად მათი გადაცემა სამართლებრივად გაუმართლებელი იქნება.



ქალაქი სიღნაღი

1.სიღნაღი ,,სურბ-გევორგ“, 1793 წ.

2.სიღნაღი ,,სურბ-კარაპეტ, მაირ ეკეღეცი (დედა ეკლესია), გუმბათოვანი, 1788 წ.

3.ნასომხარი (ახალი სიღნაღი) - სურბ ასტვაწაწინ XVIII ს-ის დასასრული XIX ს-ის დასაწყისი.

ამ ეკლესიების აშენების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას ქართული მეფის სიგელი, ბრძანება, თუ ასეთი დოკუმენტი არ იქნება წარმოდგენილი, ეს ეკლესიები სიიდან უნდა იქნას ამოღებული.

სიღნაღის რაიონის 1801 წლის შემდგომ პერიოდში აშენებული ეკლესიები.

1. ანაგა ,,სურბ-გევორგ, XIX ს-ის დასაწყისი , მოხსენიებულია 1839 წ.

2. ნუკრიანი ,,სურბ-სარგისი“, 1872 -1874 წ.წ

3. სიღნაღი ,,სურბ- ასტვაწაწინ“( წმ. ღვთისმშობელი ბ.ა) XIX ს-ში. მოხსენიებულია 1823 წლიდან.

სიღნაღის რაიონის აღნიშნული სოფლების ეკლესიების აგების ნებართვა თუ არსებობს იურიდიულად იგი იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე არასოდეს ყოფილა.


ყვარლის რაიონი
ქალაქი გრემი

მეფე გიორგი VIII შინაური პოლიტიკური მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების გამო იძულებული გახდა (1466-1469 წ. წ) მიეტოვებინა ქართლი და გადასულიყო კახეთში სადაც ბაგრატიონთა კახურ შტოს ჩაუყარა საფუძველი. ამ დროს გრემი კახეთის დედაქალაქად იქცა. ერთი დოკუმენტის მიხედვით ამ ხანებში სომხები გრემში უკვე ჩანან: კათოლიკოსი ნიკოლოზი, მეფე ალექსანდრე II(1574-1605) თხოვს გადასცეს მისი კუთვნილი ,,თორმეტი სომეხი ვაჭარი კომლი და ურია გრემიდან.

რუსეთის ელჩები XVII ს-ის 40-იან წლებში იყვნენ კახეთში და მოგონებებში წერენ - გრემში 15 სომხური ეკლესია არის და ყველა ცარიელიაო. ეს იყო შაჰ- აბასის 1614-1616 წლებში ბარბაროსული შემოსევის შედეგი.

რაც შეეხება გრემის ეკლესიებს, მაგალითად, გრემის მთავარანგელოზის ეკლესია ლევან მეფის შეწევნით აშენებულა. ამას გვაუწყებს მასზე არსებული ბერძნული წარწერა ,,აღიმართა და განახლდა ღვთაებრივი და ყოვლადწმინდა ტაძარი და ყოველთა უდიდესი სახელოვანი მეფის ლეონის შეწევნით, ხარჯით, გულმოდგინებითა, როდესაც მღვდელ მთავრი იყო ნიკოლოზი 7085 წლის აგვისტოს თვის 29-ს მეოთხე დღეს, საბას წინამძღვრობის დროს, ქარტულარი-ოსი ბერმონაზონი და პროტოსვინგელოზი სალონიკელი.

7085, ახალი წ.აღ 1577 წელი გამოდის. ეს თარიღი არაზუსტია, რადგან ლევან მეფე 1574 წელს გარდაიცვალა.

გ. ჩუბინაშვილმა რუსის ელჩების ცნობებზე დაყრდნობით დაადგინა ტაძრის აგების ზუსტი თარიღი 1565 წელი.

ბერძნული წარწერის დასაწყისში ნათქვამია „აღიმართა და განახლდა ღვთაებრივი ყოვლად წმინდა ტაძარი“. ამ ცნობას პირველად ყურადღება მიაქცია გ.ჩუბინაშვილმა, რომელმაც „მატიანე ქართლისას“ ერთ ცნობაზე დაყრდნობით გამოთქვა ვარაუდი აქ XI-ს-ში აქ უკვე იდგა მიქაელ-გაბრიელის სახელობის ეკლესია და ტაძარი შესაძლოა მის ნაშთზე იყოს აგებული.

პ.მურადიანი გრემში სომხური ეკლესიების 15-ზე მეტს ვარაუდობს.

ასევე გრემის მთავარანგელოზის ტაძარი სომხურად მიაჩნია, ეს ცოტა ძნელი სარწმუნოა, ამ ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხის ოთახის დასავლეთ კედლის მხატვრობაში ჩართულია ლევან მეფის გამოსახულება.ეკლესიის მოდელით ხელში და მისი თანმხლები ასომთავრული წარწერით: „მეფე ლეონ აღმაშენებელი“ მისი საფლავიც ტაძრის ამ ნაწილშია, დასავლეთ კედლის წინ. ძნელი წარმოსადგენია ქართველი მეფე სომხურ ტაძარში დაკრძალული ან სომხური ეკლესიის მოდელით ხელში? თუმცა გამორიცხული არაფერია, მაგრამ მეტი მტკიცებულება სჭირდება.

აგრეთვე, საინტერესოა „თარასა“ გალავანი, ეკლესია, დგას ნაქალაქარის დასავლეთ ნაწილში, ქარვასლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეკლესიის დასავლეთ შემოსასვლელის ზემოთ დაცულია სამენოვანი-ქართული, სომხური, სპარსული წარწერა. ამ წარწერის ნათახმად ეს ეკლესია აგებულია 1595 წელს, მეფე ალექსანდრე II-ის კარის მდივნის მათარასას (სომხური წარწერის მიხედვით - მკრტიჩის ზაქარიას ძის) დაკვეთით, როგორც თავისი კარის ეკლესია.

ამ ეკლესიების ქტიტორულ წარწერებიდან ჩანს ქართველი მეფის ნების გარეშე საქართველოს ქალაქები და მათ შორის გრემშიც სომხური ეკლესია ვერ აშენდებოდა.

ეპ.მირზახანიანის სომხურ მხარეს გადასაცემ სიაში შეტანილია გრემის შემდეგი ეკლესიები:

1 „კრკნაჰარკ“ (ორ იარუსიანი) ეკლესია მე-16 ს. დგას.

2. ეკლესია მე-16 ს-ნე დგას.

3. ერთნავიანი ეკლესია მიანავ მე-16ს. დგას.

4. ერთნავიანი ეკლესია XV-XVIს.ს დგას.

5. ეკლესია მე-16ს. დგას.

6. ეკლესია მე-16ს. დგას.

7. „მატურ“ (სამლოცველო)XV-XVIს.ს. დგას.

8. „ ზანგაკატუნ“ ეკეღეცი“ (სარეკლო ეკლესია) XV-XVI ს.ს. დგას.

9. ეკლესია XV-XVI ს.ს. დგას.

10. „მატური“ (სამლოცველო)XV-XVIს.ს დგას.

11. ეკლესია, მე-16 ს.დგას.

12. „გუმბათოვანი“ (გუმბათიანი), ეკლესია, XV-XVIს.ს

13. ეკლესია, მე-15ს. დგას.

14. „ეკეღეცი ზანგაკატუნ“ (ეკლესია სამრეკლო XVIს. დგას.

გრემის სომხური ეკლესიები და სომხური ეპიგრაფიკა შესწავლილი აქვს აგრეთვე პ.მურადიანს, მაგრამ არც-ერთი ეკლესიის ქტიტორულ წარწერაში ან ჰიშატაკარანში აღნიშნული არ არის ქართველი მეფის მიერ გაცემული სიგელის შესახებ, ამა თუ იმ სომხური ეკლესიის აშენების თაობაზე , გამონაკლისია-მთავარანგელოზი და მათარასა.

აქედან გამომდინარე ზემო ჩამოთვლილი ეკლესიები ქართველი მეფის ნებართვის გარეშეა აშენებული, რაც საფუძველს იძლევა ისინი მივიჩნიოთ უხეშ სამართალ დარღვევით უკანონოდ აგებულად. ეს რაც შეეხება 1801 წლამდე აგებულ ეკლესიებს გრემში.


ყვარლის რაიონის სოფლებში XIX ს-ში აშენებული შემდეგი ეკლესიებია შეტანილი ეპ.მირზახანიანის სიაში:

1. აღდგომა „სურბ-სარგისი“ მე-19ს-ის.

2. კუჭატანი „სურბ-გევორგი“ მე-18ს-ის ბოლო. მოხსენიებულია 1818წ.
(მოხსენიება იურიდიული საბუთი არ არის, ბ.ა)

3. ჰინი ანუ ზემო გავაზი (ახალი სოფელი) „სურბ ასტვაწაწინ“ სურბ-სარგის, „სურბ-გევორგ“ 1850 წ.

4. ქ. ყვარელი „სურბ-ასტვაწაწინ“ 1818წ.

5. ზეგაანი „სურბ-სარგის“ მე-19 ს-ის დასაწყისი

6. შაქრიანი „სურბ-გევორგ“ (სასაფლაოს სამლოცველო), მე-19ს-ის დასაწყისი. დგას გარშემო XV-XVIIს.ს სასაფლაოა.

7. შილდა „სურბ-ასტვაწაწინ“, მოხსენიებულია 1858-1860-იან წლებში.

8. ფაშაანი „სურბ-ასტვაწაწინ“ 1840-იანი წლები.

9. ენისელი „სურბ სარგისი“ ...?

როგორც ვხედავთ აღნიშნული ეკლესიები 1801წლის შემდეგ არის აშენებული, როცა საქართველო მეფის რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული და ანექსირებული, რომელიმე ეკლესიის აშენების შესახებ რომც იყოს რუსის იმპერატორის მიერ გაცემული „პრიკაზი“ იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო რუსეთის სამართალ მემკვიდრე არ ყოფილა და მითუმეტეს არც ახლა არის.

ახმეტის რაიონი

1. მატანი „სურბ-ასტვაწაწინ“ მე-18ს.

2. ქისტაური- სურბ ასტვაწაწინ, მოხსენიებულია 1818 წლიდან (მოხსენიებას იურიდიული ძალა არ აქვს თუ სხვა დოკუმენტების სახით არ იქნა დადასტურებული). (ბ.ა)

3. მაღრაანი - „სურბ-ასტვაწაწინ“ მე-19 ს-ის დასაწყისი.

ეს ეკლესიები აშენებულია 1801 წლის შემდეგ, მეფის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის პერიოდში, რადგან საქართველო არასადროს არ იყო რუსეთის იმპერიის სამართალმემკვიდრე, ამიტომ თუ რაიმე ნებართვა არსებობს რუსის ხელმწიფის ან უმაღლესი მოხელის მიერ გაცემული მას არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია.


გურჯაანის რაიონი

1. გურჯაანი- „სურბ-სარგის“ მე-19ს-ის პირველი ნახევარი

2. მუკუზანი - „სურბ ასტვაწაწინ“ („სურბ ჰამბარძიუმ“) მე-19ს-ის დასაწყისი.

3. ჩუმლაყი-„სურბ-ასტვაწაწინ“ 1850წლები.

4. ველისციხე -„სურბ-ასტვაწაწინ“ მე-18ს-ის დასასრული

5. ურიათუბანი (ვაზისუბანი) „სურბ- ასტვაწაწინ“ („სურბ-სარგის“), 1818წლიდან მოიხსენიება.

6. ვეჯინი- „სურბ-ასტვაწაწინ“, მოხსენიებულია 1839,1906წ.წ

7. ჩალაუბანი- ნაეკლესიარი „სურბ-სარგის“ ღვინიანთუბანი“ შუა საუკუნეები, ნახევრად ნანგრევები.

ამ ეკლესიის (ჩალაუბნის) აშენების თარიღი ვერ გაურკვევიათ და ზოგადად აცხადებენ - „შუა საუკუნეებს“. ეს კი მის აღნიშნულ სიაში შეტანის საფუძველს არ იძლევა, რაც შეეხება დანარჩენ ეკლესიებს, ისინი აშენებულნი არიან, მეორე პერიოდში 1801წლის შემდეგ. ოკუპანტი მეფის რუსეთის ბატონობის ხანაში. ამდენად მათი აშენების ნებართვა რუსის სახელმწიფოს მიერ გაცემული იურიდიული ძალის არ მქონეა, რადგან საქართველო რუსეთის იმპერიის სამართალ მემკვიდრე არ ყოფილა და არც დღეს არის.


ლაგოდეხის რაიონი

1. ქ. ლაგოდეხი- „სურბ-ასტვაწაწინ“ 1867-1870წ.წ. დახურული იქნა 1923წლის 30 მარტს. 1985-1986 წლებში ეკლესია იდგა, შემდეგ დანგრეულ იქნა და მის ადგილზე აშენდა ყავის სახლი 1970წ. წითელწყაროს(დედოფლის წყაროს) რაიონი.

2. წითელიწყარო - „სურბ-ასტვაწაწინ“, მოიხსენიება 1885წ. სამრეკლო.

საგარეჯოს რაიონი
1. კაკაბეთი - „სურბ-ასტვაწაწინ“ 1839წ.

2. ყანდაურა- „სურბ-ასტვაწაწინ“ მე-19ს. მოხსენიებულია 1842წ.

3. მანავი - „სურბ-ჰარბარძუმი“ 18ს-ის შუა ხანები.

4. ჩაილური- „სურბ-ასტვაწაწინ“ („სურბ-გევორგ“) მე-18ს. მოხსენიებულია 1849წ.(მოხსენიებას დოკუმენტის, მითუმეტეს იურიდიული ძალა არ აქვს).

5. ქ. საგარეჯო -„სურბ-ასტვაწაწინ“, მოხსენიებულია 1818წ-დან.

ამ ბოლო სამი რაიონის ეკლესიები აგებულია XIXს-ში, ამდენად მათი აშენების ნებართვა თუ არსებობს, ბათილია. ვინაიდან რუსეთის იმპერატორის მიერ იქნება გაცემული.


ხაშურის რაიონი
1. ალი- „სურბ-ასტვაწაწინ“ მე-19ს. დგას

2. ნაბახტევი - „სურბ-კარაპეტ“ XVს. დგას.

3. სურამი – „სურბ-გრიგორ ლუსაკორიჩ“ 1850-იანი წლები.

4. ვაყა- „სურბ ასტვაწაწინ“ მე-18ს.

5. ოსიაური -„სურბ ასტვაწაწინ“, აღდგენილია 1903წ.


აღნიშნული ეკლესიებიდან- ნაბახტევის (XV) და ვაყის ( XVIII) ეკლესიები აშენებულნი არიან 1801წლამდე. ამდენად, მათი აშენების ნებართვა, ქართველი მეფის სიგელით უნდა იყოს დადასტურებული.

რაც შეეხება ლაგოდეხის, წითელწყაროს და ხაშურის ეკლესიებს ისინი აგებულნი არიან XIXს-ში. ე.ი. მეფის რუსეთის ოკუპაცია-ანექსიის ხანაში, ამიტომ ხსენებული დებულების თანახმად თუ რაიმე საბუთია მათი აშენების თაობაზე, მას სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

ამდენად, მათი გადაცემის საკითხიც კი არ უნდა დადგეს.

წაკითხულია : 6814


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები