საზოგადოება

თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ქალს სხეულის 37%-ის დამწვრობა აქვს

30.06.20 17:20


ქალის მდგომარეობა, რომლის მოკვლაც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კაცმა სცადა, ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა მას სხეულის 37%-ის დამწვრობა აქვს და შოკიდან ამ დრომდე არ არის გამოსული. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

“ამ წუთას მისი მდგომარეობა სტაბილურია, ის კლინიკაში გამთენიისას შემოიყვანეს, სხეულის 37%-ის თერმული დამწვრობა, მეორე და მესამე ხარისხის, დამწვრობითი შოკიდან გამოსული არ არის ჯერ და დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში არის მოთავსებული. დამწვრობა აქვს ქვემო კიდურებზე. სავარაუდოდ ბენზინის აალების შედეგად აქვს მიღებული ეს დამწვრობები”, – განმარტა ქაშიბაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები