პოლიტიკა

ვლადიმერ ჩაჩიბაია პოსტი დატოვა - სად მიდის გენერალი?

01.07.20 12:20


გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალების მეთაურის პოსტი დატოვა.
ამის შესახებ მან უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაზე განაცხადა.

"ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო მადლიერებით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელებმაც ჩემი სამსახურის პერიოდში მაქსიმალური გააკეთეს იმისთვის, რომ მე როგორც თავდაცვის მეთაური და თითოეული ჯარისკაცი ყოფილიყო წარმატებული"- თქვა ჩაჩიბაიამ.

მან მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალებს, თავდაცვის მოქმედ და ყოფილ მინისტრებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალს და ვთვლი, რომ ჩვენი მუშაობის პერიოდში ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მას მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო თავდაცვის მინისტრს, რადგან მოსვლის დღიდან მისი პრიორიტეტი იყო ჯარისკაცის კეთილდღეობა და სოციალური პირობების გაუმჯობესება. ძალზედ ადვილია ურთიერთობა ადამიანთან რომელიც საქართველოზე არის უზომოდ შეყვარებული და ადვილი ურთიერთობაში“, - აღნიშნა ჩაჩიბაიამ.

გენერალმა მადლობა უთხრა დაღუპული მეომრების მშობლებს, იმისთვის, რომ ერთგული შვილები გაუზარდეს სამშობლოს.

„მინდა მადლობა ვუთხრა სერჟანტთა შემადგენლობას, ეს არის ჩვენი ჯარის ხერხემალი.

სწორეთ მათზე დგას ჩვენი ჯარის დისციპლინა და კეთილდღეობა“,- აღნიშნა ჩაჩიბაიამ.

ჩაჩიბაიას არ უთქვამს სად გააგრძელებს მუშაობას, თუმცა არაოფიციალურად ვრცელდება ინფორაცია, რომ გენერალი "მმართველ პარტიას" შეუერთდება და "ქართული ოცნების" სიაშიც შეიძლება ვიხილოთ.

„მივდივარ თადარიგში, მაგრამ ვრჩები საქართველოს ჯარისკაცად და იქ ვიქნები სადაც ქვეყანას დასჭირდება“,- განაცხადა ჩაჩიბაიამ.

ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილება გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაგადაიბარა.

გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს და ის თავდაცვის ძალებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები