პოლიტიკა

საზმაუს ბორდის წევრებად აბაშიძე, მძინარაშვილი და მურღულია აირჩიეს

01.07.20 16:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებად პარლამენტმა „მმართველობის მონიტორინგის ცენტრის“ დამფუძნებელი ზაზა აბაშიძე, მედიაკავშირი „ობიექტივის“ წამყვანი ბონდო მძინარაშვილი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი გია მურღულია აირჩია.

ზაზა აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი ოპოზიციის კვოტით წარდგენილი კანდიდატები იყვნენ, გია მურღულიას კანდიდატურა კი “ქართულმა ოცნებამ” დაასახელა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში 3 ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საბჭოს წევრობისთვის განკუთვნილი ვადა ამოწურეს ნინია კაკაბაძემ, ქეთი მსხილაძემ და გია იაკობაშვილმა.

თავდაპირველად, საზმაუს ბორდის წევრობაზე 10 კანდიდატი დარეგისტრირდა. მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო კომისიამ გასაუბრება 8 მათგანთან გამართა, ორი კი, როგორც კომისია წერს, მეორე ეტაპზე არ გამოცხადდა. 8-დან ყველა კანდიდატმა საკონკურსო კომისიის დებულებით განსაზღვრული ხმების საკმარისი რაოდენობა (5 და მეტი) მიიღო.

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირებული იყო “აჭარის ტელევიზიის” ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძეც, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატების ნაწილს უნდა წარედგინა, თუმცა მას წარმდგენთა საკმარის რაოდენობამდე 1 დეპუტატის თანხმობა დააკლდა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები