პოლიტიკა

დავით ზალკალიანი - ქვეყნებთან, რომლებიც საზღვრების გახსნისთვის მზად არიან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს

02.07.20 15:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან გახსნან საზღვრები, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, გადაწყვეტილების ტემპი ეპიდსიტუაციის შესაბამისი უნდა იყოს.

„გერმანაიმ გამოაცხადა, რომ არანაირ წინაპირობას არ აყენებს, თუმცა იქ შეიძლება რაღაც წესები დაწესდეს, თუმცა ის უშვებს და ემორჩილება რეკომენდაციას, რომელიც ევროკავშირმა მიიღო. ასევე, ბალტიისპირეთის ქვეყნები, აუნგრეთი. ის ქვეყნები, რომლებმაც უკვე გამოაცხადეს, რომ მზად არიან, ბუნებრივია, მათთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ჩვენი გადაწყვეტილებაც საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით იქნება ორმხრივად შეთანხმებული. გამომდინარე იქიდან, რომ ინტერესი არის ძალიან მაღალი, ყველა გადაწყვეტილებას მყისიერად ვაცნობებთ საზოგადოებას. არის ორმხრივად დასადგენი ამბავი ჩვენსა და გერმანიას, ჩვენსა და საფრანგეთს, ჩვენსა და ბელგიას, ჩვენსა და ლატვიას შორის.

ჩვენ მათ მოქალაქეებზეც ვზრუნავთ და ჩვენს მოქალაქეებზეც. ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხანგრძლივად იყოს საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

მერწმუნეთ, რომ ყველა იქნება კმაყოფილი. ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ ლატვიელი კოლეგებიც კმაყოფილები იქნებიან, ჩვენი გერმანელი კოლეგებიც და ფრანგი კოლეგებიც. ამ სიტუაციაში, ხომ ხედავთ, ევროკავშირის შიგნითაც გაურკვეველი სიტუაციაა. ყველაფერი მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების ტემპი უნდა იყოს ეპიდსიტუაციასთან თავსებადობაში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები