პოლიტიკა

პრეზიდენტი: ქალთა მიმართ ძალადობაზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო

03.07.20 17:20


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა აცხადებს, რომელმაც დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 24 წლის გოგო მოინახულა.

„სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ მომხდარი სამწუხარო ფაქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის ყოველი შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, როგორც ხელისუფლების, ასევე, საზოგადოების მხრიდან, მომხდარ ფაქტებზე უმკაცრეს რეაგირებას არსებითი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ნათია სულავამ.

თბილისში 24 წლის გოგოს 24 წლის ბიჭმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 1144


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები