პოლიტიკა

საქართველოში კორუფცია მძვინვარებს და დღეს ბიზნესი „ქართული ოცნების" მარწუხებშია მოქცეული - მამუკა ხაზარაძე

09.07.20 17:40


„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ პარტიებიდან ყველაზე მეტი დაფინანსება „ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული. კვლევის თანახმად, პარტია კომპანიების საშუალებით იღებს დაფინანსებას, რომლებიც დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოში კორუფცია მძვინვარებს და „ქართული ოცნება“ კორუფციულ სქემებს ყველა სფეროში ადგენს.

„საქართველოში მძვინვარებს კორუფცია და ეს არის პირდაპირი კორუფციული სქემები, სადაც ტენდერების 50%-ში ერთი კომპანია იღებს მონაწილეობას და, შესაბამისად, ის იგებს. ასეთი პრეცედენტი, რომ ტენდერების გარეშე პირდაპირი შესყიდვა ჩატარდეს, არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გავაუქმებთ ამ მანკიერ სტრუქტურას. ყველა ტენდერი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის 40%-ს წარმოადგეს, დიდ თანხებს უკავშირდება და ყველაფერი ჩატარდება გამჭვირვალედ,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, როდესაც მაჟორიტარები იგებენ, ტენდერს და ვითომდა პარტიას სწირავენ თანხას, ღია კორუფციაა, რომელშიც მმართველი გუნდი პირდაპირი სახით ერევა.

„საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან სუფთა და წესიერი ბიზნესი და პოლიტიკის ცნება. დღეს, სამწუხაროდ, ბიზნესი არის „ ქართული ოცნების“ მარწუხებში მოქცეული და ქვეყანაში თუ ვინმე ფიქრობს, რომ თავისუფალ ბიზნესს აკეთებს, ძალიან ცდება. თუ გვინდა თავისუფალი, გამარჯვებული საქართველო, საბჭოთა მენტალობის სტრუქტურები უნდა დავშალოთ და შევქმნათ თანამედროვე,“ - აცხადებს ხაზარაძე.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები