პოლიტიკა

ბატონი ივანიშვილის მმართველობა გამონაკლისია - ვიხილეთ გრძელვადიანი მშვიდობა - ირაკლი ღარიბაშვილი

10.07.20 13:40


ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმური უფლება, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის მმართველობა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა გამონაკლისია, რადგან 30 წლის განმავლობაში პირველად ქვეყანამ იხილა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.

"ევროპის თანამედროვე დემოკრატიული სისტემები იცნობს არაერთ მაგალითს, იგივე გერმანია, ლუქსემბურგი და ა.შ. სადაც ჩვენ ვიხილეთ სამჯერ, ოთხჯერ და უფრო მეტჯერ ერთი და იგივე ხელისუფლების მმართველობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმური უფლება, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის მმართველობა, იმ დათქმით, რომ ჩვენ ხალხი გვაძლევს მანდატს და მხარდაჭერას.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ერთადერთი გამონაკლისი ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა ჩვენმა ქვეყანამ იხილა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.

ამ რვა წლის განმავლობაში ქვეყანას არ განუცდია ისეთი ტრაგედია, როგორიც არის ომი, ტერიტორიების დაკარგვა. ვერცერთი ხელისუფლება, ვერცერთი მმართველი ვერ უნდა დარჩეს პოლიტკაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა. ამ ძალას, როგორიც არის ნაცმოძრაობა და სააკაშვილი, არ აქვს არავითარი მორალური უფლება, რომ, არათუ ჰქონდეს პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ ჰქონდეს პრეტენზია პოლიტიკაში დარჩენის. ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი ჩვენი გუნდი, ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ, სანამ ამ ძალას ქართველ ხალხთან ერთად არ გავიყვანთ პოლიტიკური ველიდან" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები