პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მთავარი თემაა საერთაშორისო ზეწოლა და საქართველოს და, განსაკუთრებით, საოკუპაციო ზონასთან მცხოვრები ხალხის გადარჩენა, დახმარება და სოციალური უზრუნველყოფა

15.07.20 10:45


„ტვ „ფორმულამ” ამოიღო ჩემი საუბრიდან რაღაც მონაკვეთი და მთელი დღე ატრიალებენ, სახალხო დამცველიდან დაწყებული და თქვენი არხით დამთავრებული”, – მიმართა „რუსთავი2″-ის ჟურნალისტს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას.

„ამხელა ისტორია მოვყევი, რა მოხდა და როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე. და ამ მდგომარეობამდე რომ მიხვალ, არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგადი ფრაზები და განცხადებები. რა უნდა ქნა? რა და ის, რასაც დღეს, სამწუხაროდ, ბევრი რესურსი არ გააჩნია, მაგრამ სახელმწიფო მაინც აკეთებს. რუსეთი ეკონომიკურ ფასს იხდის. ვერ ხედავთ, რა მდგომარეობაშია რუსეთი და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებაში რამდენი პრეტენზია არსებობს რუსეთის მიმართ?!. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება ძალიან სერიოზული დაირისპირებაა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთი სეგმენტია მსოფლიო დაპირისპირებისა. ასე რომ, ჩვენ არ ვართ მარტო ამ ბრძოლაში და ეს ბრძოლაც ჩვენი ხათრით არ მიმდინარეობს”, – განაცხადა გიორგი ვოლკსიმ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან არსებული სოციალურ ფონის გაუმჯობესება.

„ისიც ვახსენოთ, რამდენი სოფელი იყო გაუწყლოებული და გახრიოკებული და რამდენთან მივიყვანეთ სასმელი წყალი. თითქმის არ დარჩა სოფელი, სადაც გაზი არ არის. იქითა მხარე ამას ესწრაფვის, მაგრამ არ შეუძლია”, -აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

რაც შეეხება ეკონომიკურ ოაზისებთან დაკავშირებულ წინადადებას, გიორგი ვოლსკის თქმით, ეს ძალიან კარგი წინადადება და სწორი თემაა, მაგრამ როგორც კი გაფართოვდა და შეუქცევადი ხასიათი შეიძინა ენგურს იქით კონტროლირებად ტერიტორიაზე, საშინელი ზომები მიიღეს მოწინააღმდეგე მხრიდან.

„მაინც ახერხებს ხალხი ურთიერთობას. ესენი გმირი ხალხია. აქედან კი ვიღაცები ცდილობენ, დააკნინონ მათი პათოსი, შემართება და პატრიოტიზმი. ხალხი ცხოვრობს იქ და საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა აქვთ მეორე მხარესთან. სოციალური საკითხები, რომელიც ამ მხარეს ეხება ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საგანგებო მნიშვნელობის არის და ათმაგი იქნება ძალისხმევა და რესურსი ჩადებული. სამწუხაროდ, პანდემიასთან დაკავშირებულმა ვითარებამ არ მოგვცა საშუალება, რომ კიდევ მეტი რესურსი ჩაგვედო, მაგრამ სულ ასე არ გაგრძელდება. იმიტომ არის დამკვირვებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზრდილი, რომ იქ ხალხმა მარტო არ იგრძნოს თავი”, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა. მისი თქმით, მდგომარეობის გამოსასწორებლად ინტენსიური ყოველდღიური მუშაობა მიდის.

„ფაქტია, რომ ამდენმა შეხვედრამ შედეგი არ მოიტანა. აქ მთავარი თემაა საერთაშორისო ზეწოლა და საქართველოს და, განსაკუთრებით, საოკუპაციო ზონასთან მცხოვრები ხალხის გადარჩენა, მათი დახმარება და სოციალური უზრუნველყოფა”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, ქვეყანა გარე და შიდა მტრებითაა გარემოცული. „რუსეთი მყავს მხედველობაში და ზოგიერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ენას აჭარტალებს, პასუხისმგებლობა არ აქვს და ერთი სული აქვს, რომ ქვეყანას ზარალი მიაყენოს”, – განაცხადა გორგი ვოლსკიმ.​




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები