პოლიტიკა

“კერძო სექტორმა 2016 წლის მეორე კვარტალში 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 32 500 ადამიანით მეტი დაასაქმა”

06.09.16 20:40


კერძო სექტორმა 2016 წლის მეორე კვარტალში, 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 32 500 ადამიანით მეტი დაასაქმა. ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა და მთავრობის სახელით ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებული ზრდა ჩვენ გვქონდა მცირე საწარმოებში 12, 8- პროცენტიანი ზრდა ეს არის 16823 ადამიანი. ეს არის შედარება 2015 წლისა და 2016 წლის მეორე კვარტლებს შორის და 148 374 ადამიანი არის დასაქმებული მცირე საწარმოებში.

ზრდა გვქონდა მსხვილ საწარმობშიც. 7,3-პროცენტიანი ზრდა ეს არის 24 896 ადამიანი. მსხვილ საწარმოებში დღეს დასაქმებულია 365861 ადამიანი, ხოლო საშუალო საწარმოებში დასაქმებულია 86000 ადამიანი. მთლიანად, დასაქმებულებში ლიდერობს ვაჭრობა. აქ არის 25,5 პროცენტი, რომელსაც მოყვება მრეწველობა 18, 7 პროცენტით, ჯანდაცვა კი 10,3 პროპცენტით.

2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2016 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი 6.9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა მცირე საწარმოებში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ბიზნესსექტორს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 19


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები