საზოგადოება

ევროკავშირმა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია კიდევ შეამცირა

31.07.20 10:45


ევროკავშირმა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას consilium.europa ავრცელებს.

სიიდან ამოღებულია ალჟირი. საქართველო კი უსაფრთხო ქვეყნების სიაში ისევ რჩება.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შედიან: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი, ასევე ჩინეთი (ჩინეთი იმ შემთხვევაში, თუ თავადაც გახსნის საზღვარს).

შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები