პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე - ნებისმიერ გოჯ მიწაზე, რომელზეც იქნება შეხება ოკუპანტის მხრიდან, მოხდება სერიოზული რეაგირება, დიპლომატიური იქნება ეს პროტესტი თუ ნებისმიერი სხვა ფორმა

07.08.20 15:15


პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ე.წ საზღვრის პირას არსებულ 70 სოფელში „ლელო“ სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს, იმისთვის, რათა ეს სოფლები იყოს მატერიალურად და ტექნიკურად აღჭურვილი და მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო.

 

„დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის. 12 წლის წინათ მართლა დიდი ტრაგედია მოხდა.

 

მე მინდა გითხრათ „ლელოს“ პოზიცია, რომ იმ 70 სოფელში, რომელიც ე.წ საზღვრის პირას არის, „ლელო“ შეიტანს ძალიან სერიოზულ ცვლილებას და ეს 70 სოფელი იქნება ძალიან სერიოზულად მატერიალურად, ტექნიკურად აღჭურვილი, რათა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უკან დგას სახელმწიფო. ამისთვის, ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პაკეტი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი თითოეული ადამიანი, ახალგაზრდა, მოხუცი გრძნობდეს, რომ ის სხვანაირი მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან, ფინანსურად, მატერიალურად, ტექნიკურად. იქ ცხოვრება დღეს არის გმირობის ტოლფასი. ჩვენ არც ერთ გოჯ მიწას არ დავთმობთ. პირველ რიგში, ეს იქნება პირველი ნაბიჯი და ჩვენება, რომ ნებისმიერი გოჯ მიწაზე, რომელზეც იქნება შეხება ჩვენი ოკუპანტის მხრიდან, იქნება საკმაოდ სერიოზული რეაგირება, დიპლომატიური იქნება ეს პროტესტი თუ ნებისმიერი სხვა ფორმა,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

რესურსი: IPN

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები