პოლიტიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩიეს

15.10.20 17:00


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ქადაგიძე აირჩიეს. ქადაგიძეს მხარი საბჭოს 13-მა წევრმა დაუჭირა.

 

მის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მისცა, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრებოდა.

 

ნინო ქადაგიძე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

 

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ მომზადებული პორტფოლიო ნინო ქადაგიძის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები